სანსევიერია არის გამძლე და მრავალწლიანი მცენარე, რომელიც უძლებს როგორც ბნელ ადგილს, ასევე გამოშრობას. ტემპერატურა აუცილებელია იყოს 10°C-ზე მეტი.
სინათლე
ქოთნის საუკეთესო პოზიციად შეიძლება ჩაითვალოს მცენარის მიმართულება ჩრდილოეთით, ფანჯარასთან, რომლიდანაც ყველაზე კარგად ანათებს მზე. რა საკვირველია, მცენარე უძლებს დაბალ სინათლეს , თუმცა მზის სხივები ეხმარება მის ღეროებს, არ დაკარგონ სიხასხასე.
მორწყვა
ეცადეთ, მორწყვამდე, მიწა კარგად იყოს გამომშრალი. მორწყვის დროს დააკვირდით, რომ წყალი ქოთნის ნახვერტამდე ჩავიდეს, თუმცა მიწა არც ძალიან სველი უნდა იყოს და არც ქოთანი დატოვოთ წყლიან ლამბაქში.