ხშირად დასმული კითხვები - FAQ - BLOOMS.GE - ყვავილების ონლაინ მაღაზია - შექმენი ემოცია, გაულამაზე დღე შენთვის საყვარელ ადამიანს!
? როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?

საიტზე რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ საიტის ზედა მარჯვეა კუთხეში არსებულ ღილაკს "რეგისტრაცია". გთხოვთ რეგისტრაციის დროს მიუთითოთ სწორი ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ შეკვეთის დროს პრობლემები.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ საჭიროა გაიაროთ აქტივაცია, აქტივაციის კოდს მიიღებთ რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურის ნომერზე. გაითვალისწინეთ რომ, შეკვეთის განსახორციელებლად საჭიროა გავლილი გქონდეთ აქტივაცია. თუ აქტიცავიის დროს შეგექმნათ პრობლემა გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრაციას.

? როგორ გადავიხადო?

• თუ შეკვეთის ღირებულების გადახდა გსურთ პლასტიკური ბარათით ან რომელიმე ელექტრონული საფულის საშუალებით, ამ შემთხვევაში საჭიროა შეკვეთის საფეხურებს მიყვეთ ბოლომდე, ბოლო საფეხურიდან თქვენ გადამისამართდებით სპეციალურ დაცულ ვებ გვერდზე სადაც მიუთითებთ თქვენი ბარათის ან ელ. საფულის მონაცემებს. გადახდის დასრულების შემდეგ თქვენ ავტომატურად დაბრუნდებით ჩვენს ვებ გვერდზე.

• საბანკო ანგარიშსწორებით გადახდის შემთხვევაში, შეკვეთის გაფორმებისას მონიშნავთ რომ გადახდა გსურთ "საბანკო ანგარიშსწორებით". სისტემაში დაგიგენერირდებათ ინვოისი, სადაც მითითებული იქნება ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, ასევე თქვენს მიერ არჩეული პროდუქტი და გადმოსარიცხი თანხა. შეკვეთა განხორციელდება მხოლოდ თანხის გადმორიცხვის შემდეგ.

? როგორ გადმოვრიცხოთ შეკვეთის ღირებულება "საბანკო ანგარიშსწორებით"?

• საბანკო ანგარიშწორების დროს საჭიროა ნახოთ თქვენი შეკვეთის ინვოისი (ჩემი შევკვეთები > ინვოისის ნახვა). შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერ ბანკში და გარმორიცხოთ თანხა ინვოისსში მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე, ასევე აუცილებელია ბანკის ოპერატორს უთხრათ რომ გადმორიცხვისას დანიშნულებაში მიუთითოს ინვოისის ნომერი.

• თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკიდანაც, ჩვენს საბანკო მონაცემებს იხილავთ ინვოისსში. დანიშნულებაში აუცილებელია მიუთითოთ შეკვეთის ნომერი.

• თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ TBC PAY გადახდის აპარატებიდანაც. საბანკო მონაცემებს იხილავთ ინვოისში. დანიშნულებაში აუცილებელია მიუთითოთ შეკვეთის ნომერი.

• გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ჩვენი ანგარიში გახსნილია TBC ბანკში, თუ თანხას გადმორიცხავთ TBC ბანკიდან, ამ შემთხვევაში თანხის ასახვა მოხდება რამოდენიმე წამში. თუ თანხას რიცხავთ სხვა რომელიმე ბანკიდან ამ შემთხვევაში თანხის ასახვას შეიძლება დასჭირდეს რამოდენიმე საათი ან დღე (დამოკიდებულია ბანკზე).

? ჩამომაჭრის თუ არა ბანკი საკომისიოს?

პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საფულეებით გადახდის დროს ბანკი არ ჩამოგაჭრით არანაირ საკომისიოს.

? შეკვეთიდან რამდენ ხანში მივიღებ პროდუქტს?

სტანდარტული - თუ შეკვეთას განახორციელებთ 22:00 საათამდე, ამ შემთხვევაში შეკვეთას თბილისის მასშტაბით მიიღებთ მეორე დღეს 18:30 საათამდე.

EXPRESS - შეკვეთას თბილისის მასშტაბით მიიღებთ იმავე დღეს. შეკვეთა განხორციელებული უნდა იყოს 16:00 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით. შეკვეთის განხორციელებამდე სასურველია დაგვიკავშირდეთ.

რეგიონებში შეკვეთის შემთხვევაში პროდუქტს მიიღებთ 2-3 სამუშაო დღეში.