Blooms.ge image
155.00 ლარი

ხელმისაწვდომია

ნანახია: 5472-ჯერ

მოკლე აღწერა

Dracaena Deremensis Lemon Lime-ის სამშობლო აფრიკაა. მას აქვს გრძელი, ისრის ფორმის ფოთლები, რომლებსაც ღია მწვანე და ყვითელი ზოლები გასდევს. Dracaena Deremensis Lemon Lime-ის მოვლა მარტივია. ის, სახლის პირობებში, უპრობლემოდ აღწევს 1-2 მეტრ სიგრძეს. ღია ფერის ფოთლების გამო, დრაცენას ამ ჯიშს სჭირდება უფრო მეტი სინათლე, ვიდრე სხვა ჯიშებს. მცენარეს არ სჭირდება ხშირად მორწყვა. ეცადეთ მიწის 50%-ის გამოშრობის შემდეგ დაასხათ წყალი, რომელშიც გარეული არ იქნება არანაირი ქიმიური ნივთიერება. გაითვალისწინეთ, რომ მცენარის მიწის მეტად გამოშრობა ან სისველე, გამოიწვევს ფოთლებზე ყავისფერი წერტილების გაჩენას. ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 20-25 °C. დრაცენა ლემონ ლაიმი ყვავილობს, თუმცა იშვიათად. იმ შემთხვევაში, თუ მცენარე სინათლეს დიდი რაოდენობით იღებს, ზაფხულობით გამოქვს ულამაზესი თეთრი ყვავილები. გაითვალისწინეთ, რომ პირდაპირი სინათლე გააუფერულებს მცენარის ფოთლებს.

პროდუქტის აღწერა

Dracaena Deremensis Lemon Lime-ის სამშობლო აფრიკაა. მას აქვს გრძელი, ისრის ფორმის ფოთლები, რომლებსაც ღია მწვანე და ყვითელი ზოლები გასდევს.

სინათლე

Dracaena Deremensis Lemon Lime-ის მოვლა მარტივია. ის, სახლის პირობებში,  უპრობლემოდ აღწევს 1-2 მეტრ სიგრძეს. ღია ფერის ფოთლების გამო, დრაცენას ამ ჯიშს სჭირდება უფრო მეტი სინათლე, ვიდრე სხვა ჯიშებს.
 

მორწყვა

მცენარეს არ სჭირდება ხშირად მორწყვა. ეცადეთ მიწის 50%-ის გამოშრობის შემდეგ დაასხათ წყალი, რომელშიც გარეული არ იქნება არანაირი ქიმიური ნივთიერება.

გაითვალისწინეთ, რომ მცენარის მიწის მეტად გამოშრობა ან სისველე, გამოიწვევს ფოთლებზე ყავისფერი წერტილების გაჩენას.


ტემპერატურა
ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 20-25 °C.
 

ყვავილობა

დრაცენა ლემონ ლაიმი ყვავილობს, თუმცა იშვიათად.

იმ შემთხვევაში, თუ მცენარე სინათლეს დიდი რაოდენობით იღებს,   ზაფხულობით გამოქვს  ულამაზესი თეთრი ყვავილები.
გაითვალისწინეთ, რომ პირდაპირი სინათლე გააუფერულებს მცენარის ფოთლებს.

პარაზიტები

იმ შემთხვევაში, თუ მცენარის ფოთლებს სისტემატიურად გაასუფთავებთ მტვრისგან, თავიდან აიცილებთ სახლში ხოჭოსა და პატარა ობობის  გაჩენას.
 

ქოთნის ზომა

უმჯოებსია, თუ დრაცენა ლემონ ლაიმს ჩავრგავთ პატარა, მომრგვალებული ძირის მქონე ქოთანში.

როდესაც მცენარის ფესვი შეავსებს არსებულ ქოთანს, საჭიროა მისი გადარგვა.
გადარგვის სერვისი იხილეთ ჩვენს საიტზე.

გასხვლა/გაკვირტვა

მოაჭერით, ყავისფერი, დაზიანებული ლაქები, თუ ისინი მცენარის ფოთლის ბოლოებშია. გაკრეჭის დროს, გამოიყენეთ სველი მაკრატელი. მცენარის გრძელი ღეროები, რომლებზეც ამოყრილია მხოლოდ რამოდენიმე ფოთოლი, შეგიძლიათ გადაჭრათ ნებისმიერ ადგილას. გადაჭრის ადგილზე დრაცენა ლემონ ლაიმი მალევე ამოიყრის ახალ ფოთლებს.

რეკომენდაციები

NASA დრაცენა ლემონ ლაიმს რეკომენდაციას უწევს, როგორც ჰაერის გამწმენდ მცენარეს.

ASPCA დრაცენა ლემონ ლაიმს მომწამვლელად მიიჩნევს შინაური ცხოველებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ  მცენარის ფოთოლი მოხვდება ცხოველის პირის ღრუში.

მსგავსი პროდუქტი